WhatsApp
ჩვენ შესახებ

ვაკეთებთ საიტებს, რომლებიც კლიენტს მოიყვანს

Webico დიზაინისა და დეველოპმენტის სტუდიაა თბილისში. პატარა გუნდი ვართ და ყველა პროექტზე ერთად ვმუშაობთ: სტრატეგიიდან და დიზაინიდან კოდამდე, სერვერამდე და მარკეტინგამდე.

რატომ არ მუშაობს ბევრი ლამაზი საიტი?

ხშირად საიტი კარგად გამოიყურება, მაგრამ არც ვიზიტორს იზიდავს და არც გაყიდვებს ზრდის. მიზეზი მარტივია: დიზაინს, კოდს და მარკეტინგს სხვადასხვა ადამიანი აკეთებს, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად.

ჩვენთან ერთი გუნდი მუშაობს. ვინც საიტს ხატავს, ის ესაუბრება მას, ვინც აწყობს და ვინც მერე რეკლამას უშვებს. ასე საიტი თავიდანვე იმისთვის კეთდება, რომ კლიენტი მოიყვანოს.

რას აკეთებს გუნდი

  • სტრატეგია, UI/UX დიზაინი და ბრენდინგი
  • ვებსაიტები, ონლაინ მაღაზიები და ვებ-აპლიკაციები
  • სერვერი, უსაფრთხოება და ყოველდღიური ასლები
  • სოციალური მედია, რეკლამა და SEO
  • გაყიდვები და კლიენტთან ურთიერთობა
ღირებულებები

როგორ ვმუშაობთ

შედეგზე ორიენტაცია

პროექტი მაშინ გამოგვივიდა, როცა თქვენი გაყიდვები იზრდება. საიტის გაშვება ჯერ მხოლოდ დასაწყისია.

გამჭვირვალობა

ხედავთ, რაში იხარჯება ყოველი ლარი. ანგარიშები, დაფები და ვადები ყოველთვის ხელმისაწვდომია.

სისწრაფე

წერილზე პასუხს ერთ სამუშაო დღეში იღებთ, გადაუდებელ საკითხს კი იმავე დღეს ვწყვეტთ.

პარტნიორობა

არ ვართ „გარე შემსრულებელი“. ვმუშაობთ ისე, როგორც თქვენი გუნდის ნაწილი.

გუნდი

ადამიანები, ვისთანაც იმუშავებთ: პირველი ზარიდან გაშვებამდე და შემდეგაც.

თამარ გელიაშვილი
თამარ გელიაშვილიდამფუძნებელი, CEO და ტექნიკური ხელმძღვანელი
კესარია კობიძე
კესარია კობიძეგაყიდვების ხელმძღვანელი
გიორგი სამუნაშვილი
გიორგი სამუნაშვილიDevOps და ინფრასტრუქტურის ინჟინერი
ნანუკა მაცაბერიძე
ნანუკა მაცაბერიძესოციალური მედია და ციფრული მარკეტინგი
ელენე კიტუაშვილი
ელენე კიტუაშვილიგაყიდვების მენეჯერი
მუშაობის წესი

რას მიიღებთ ჩვენთან

ერთი კონტაქტი

არ გჭირდებათ ხუთ ადამიანთან მიმოწერა. პირადი მენეჯერი აგროვებს ყველა საკითხს და ერთ დღეში გცემთ პასუხს.

ფიქსირებული ბიუჯეტი

ხელშეკრულებაში გაწერილია სამუშაოს მოცულობა და ღირებულება. დამატებითი თანხა მხოლოდ თქვენი თანხმობით ჩნდება.

თქვენი საკუთრება

დომენი, ჰოსტინგი, კოდი და სარეკლამო ანგარიშები რეგისტრირდება თქვენს სახელზე — ნებისმიერ დროს შეგიძლიათ წაიღოთ.

გავიცნოთ ერთმანეთი

30 წუთიანი უფასო შეხვედრა. მოგვიყვებით ბიზნესზე, ჩვენ კი გეტყვით, რეალურად რისი გაკეთებაა შესაძლებელი და რა ვადაში.

მოგვიყევით პროექტზე

რამდენიმე სიტყვაც საკმარისია.

თქვენს მონაცემებს არავის გადავცემთ.