WhatsApp
WordPress დეველოპმენტი

WordPress საიტის დამზადება, რომელსაც მარტივად მართავთ

ვქმნით WordPress საიტებს, რომლებიც სწრაფად იტვირთება, Google-ში კარგად ჩანს და რომელთა ტექსტებსა და ფოტოებს დეველოპერის გარეშე თავად ცვლით.

WordPress მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული კონტენტის მართვის სისტემაა, და ამის მიზეზი მარტივია: ის მოქნილია, ათასობით მზა გაფართოებას იყენებს და მის მართვას ტექნიკური ცოდნა არ სჭირდება. მაგრამ ზუსტად ეს მოქნილობა ხდება ხშირად პრობლემის წყარო ათობით ზედმეტი პლაგინი, მძიმე თემა და ნელი საიტი, რომელსაც ყოველი განახლება „ტეხს“.

ჩვენ WordPress-ს სხვაგვარად ვუდგებით: ვიყენებთ მხოლოდ იმას, რაც მართლა საჭიროა, ვწერთ საკუთარ, მსუბუქ თემებს და ადმინისტრირების პანელს ისე ვაწყობთ, რომ ზუსტად ის ველები დაინახოთ, რასაც რეალურად ცვლით. შედეგად იღებთ საიტს, რომელიც სწრაფია დღეს და წლების შემდეგაც მართვადი რჩება.

ვმუშაობთ როგორც ახალ პროექტებზე, ისე არსებული WordPress საიტების გადაკეთებაზე, დაჩქარებასა და გაუმჯობესებაზე.

რას მოიცავს

WordPress დეველოპმენტის სერვისები

ინდივიდუალური WordPress თემა

დიზაინი ხდება კოდი ზუსტად ისე, როგორც Figma-ში დამტკიცდა, ზედმეტი ბიბლიოთეკებისა და „მძიმე“ ბილდერების გარეშე.

Elementor-ზე აწყობილი საიტები

თუ გვერდების აწყობა თავად გინდათ, ვქმნით მოწესრიგებულ Elementor-ის შაბლონებსა და ბლოკებს, რომლებიც დიზაინს არ „შლიან“.

WooCommerce

ონლაინ მაღაზია WordPress-ზე: პროდუქტები, ვარიაციები, მიწოდება, ქართული ბანკების გადახდის სისტემები.

საკუთარი პლაგინები და ACF

სპეციფიკური ფუნქციებისთვის ვწერთ საკუთარ პლაგინებს, კონტენტის სტრუქტურას კი Advanced Custom Fields-ით ვაწყობთ.

API ინტეგრაციები

CRM, ბუღალტერია, საწყობი, ფორმები, ელფოსტის სერვისები და სხვა სისტემები. მონაცემები ავტომატურად გადადის.

მრავალენოვანი საიტები

ქართული, ინგლისური, რუსული და სხვა ენები სწორი hreflang ტეგებითა და თითო ენისთვის ცალკე მისამართით.

სისწრაფის ოპტიმიზაცია

ქეშირება, სურათების ოპტიმიზაცია, ზედმეტი სკრიპტების მოშორება და Core Web Vitals-ის გაუმჯობესება.

არსებული საიტის გადაკეთება

ძველი თემიდან ახალზე გადასვლა, პლაგინების გაწმენდა და მიგრაცია ისე, რომ Google-ში პოზიციები არ დაიკარგოს.

ტექნიკური მხარდაჭერა

გაშვების შემდეგ ვაახლებთ ბირთვს, თემასა და პლაგინებს, ვაკეთებთ სარეზერვო ასლებს და ვაკვირდებით უსაფრთხოებას.

ვისთვის

როდის არის WordPress სწორი არჩევანი

WordPress კარგად ერგება პროექტების უმეტესობას, თუმცა ყოველთვის არა. პირველ შეხვედრაზე გულწრფელად გეტყვით, რომელი გადაწყვეტა ჯობია თქვენს შემთხვევაში.

  • კორპორატიული საიტი, რომლის კონტენტსაც ხშირად ცვლით
  • ბლოგი ან სიახლეების პორტალი
  • ონლაინ მაღაზია WooCommerce-ით
  • მრავალენოვანი საიტი ტურიზმისთვის, სასტუმროებისთვის ან უძრავი ქონებისთვის
  • არსებული WordPress საიტი, რომელიც ნელია ან ხშირად ფუჭდება

რას იღებთ

  • საიტი, რომლის ტექსტებსა და ფოტოებს თავად ცვლით
  • ადმინისტრირების ვიდეო-ინსტრუქცია
  • Google Analytics 4 და Search Console
  • ტექნიკური SEO საწყისი პარამეტრებით
  • სრული წვდომა და კოდი თქვენს საკუთრებაში
პროცესი

როგორ ვაწყობთ WordPress საიტს

კვლევა და სტრუქტურა

ვადგენთ გვერდების სტრუქტურას, კონტენტის ტიპებს და იმას, თუ რას შეცვლით თავად ადმინიდან.

UI/UX დიზაინი

პროტოტიპი და მაკეტი Figma-ში. ამტკიცებთ, სანამ კოდის წერა დაიწყება.

დეველოპმენტი

ვწერთ თემას, ვაწყობთ ადმინს, ვაკავშირებთ ინტეგრაციებს და ვავსებთ კონტენტს.

ტესტირება და გაშვება

ვამოწმებთ მობილურზე, სისწრაფესა და SEO-ს, შემდეგ კი ვუშვებთ და გასწავლით მართვას.

კითხვები

კითხვები WordPress-ზე

ვერ იპოვეთ პასუხი? დაჯავშნეთ უფასო ზარი ან მოგვწერეთ ჩატში.

შეხვედრის დაჯავშნა

თუ საიტის კონტენტს ხშირად ცვლით და სტანდარტული ფუნქციები გჭირდებათ, WordPress ხშირად ყველაზე პრაქტიკული არჩევანია. რთული ლოგიკის, დიდი დატვირთვის ან სპეციფიკური ბიზნეს-პროცესების შემთხვევაში შეიძლება ინდივიდუალური გადაწყვეტა ჯობდეს. კონსულტაციაზე ორივე ვარიანტს შევადარებთ თქვენი ამოცანის მიხედვით.

დიახ. ადმინისტრირების პანელს ისე ვაწყობთ, რომ ტექსტები, ფოტოები, სიახლეები და პროდუქტები დეველოპერის გარეშე შეცვალოთ. გაშვებისას ვიდეო-ინსტრუქციასაც გადმოგცემთ.

ღირებულება დამოკიდებულია გვერდების რაოდენობაზე, დიზაინის სირთულეზე, ენებსა და ინტეგრაციებზე. უფასო კონსულტაციის შემდეგ ერთ სამუშაო დღეში გიგზავნით ზუსტ შეთავაზებას ფიქსირებული ფასით.

დიახ. ვიწყებთ აუდიტით. ვამოწმებთ თემას, პლაგინებს, სურათებს, ჰოსტინგს და Core Web Vitals-ს, შემდეგ კი ეტაპობრივად ვასწორებთ იმას, რაც საიტს ყველაზე მეტად ანელებს.

კოდი, დომენი, ჰოსტინგი და ადმინის წვდომა თქვენია. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ პროექტი სხვა გუნდს გადასცეთ.

ბლოგიდან

სასარგებლო სტატიები

ყველა სტატია

ვებსაიტები5 ოქტომბერი, 20263 წთ

WordPress თუ ინდივიდუალური კოდი: რომელი ჯობია თქვენი ბიზნესისთვის?

WordPress-ისა და ინდივიდუალური საიტის შედარება: გაშვების დრო, ბიუჯეტი, მართვა, სისწრაფე, უსაფრთხოება და ზრდა. როდის რომელი აირჩიოთ.

წაიკითხე

ვებსაიტები5 ოქტომბერი, 20263 წთ

რა ღირს საიტის დამზადება? 9 ფაქტორი, რომელიც ფასს განსაზღვრავს

რაზეა დამოკიდებული საიტის დამზადების ფასი საქართველოში: საიტის ტიპი, დიზაინი, ფუნქციონალი, ინტეგრაციები, ენები, SEO და ხარჯები, რომლებიც ხშირად გამოგრჩებათ.

წაიკითხე

ვებსაიტები24 სექტემბერი, 20262 წთ

რატომ ტოვებენ თქვენს საიტს მობილურზე — და როგორ გამოვასწოროთ

საიტს ლეპტოპზე, სწრაფ Wi-Fi-ზე ამოწმებთ, კლიენტი კი ავტობუსში, მობილური ინტერნეტით ხსნის. ხუთი მიზეზი, რის გამოც ვიზიტორები მობილურზე ტოვებენ საიტს, და ხუთწუთიანი ტესტი, რომელსაც დღესვე ჩაატარებთ.

წაიკითხე
სხვა სერვისები

კიდევ რაში დაგეხმარებით

გეგმავთ WordPress საიტს?

უფასო კონსულტაციაზე მოვისმენთ თქვენს ამოცანას და ერთ სამუშაო დღეში გამოგიგზავნით საორიენტაციო გეგმას, ვადებსა და ღირებულებას.